ალეკო ელისაშვილი - იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, ფოცხს კიდევ დააბიჯონ ფეხი და შუბლში მოირტყან მისი ტარი
იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, ფოცხს კიდევ დააბიჯონ ფეხი და შუბლში მოირტყან მისი ტარი, რადგან „ტვ პირველში“ შეჭრებ-შემოჭრები და შტურმი კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, იმედია, ხელისუფლება ამ შესაძლო კატასტროფის მასშტაბს აცნობიერებს და ასეთ რამ არ მოხდება.
„ვისურვებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელსაც შეუძლია, უახლოესი რამდენიმე კვირის შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა. იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რომ ფოცხს კიდევ დააბიჯონ ფეხი და შუბლში მოირტყან მისი ტარი, რადგან კატასტროფა იქნება „ტვ პირველში“ შეჭრებ-შემოჭრები და შტურმი. იმედი მაქვს, ამ შესაძლო კატასტროფის მასშტაბს აცნობიერებენ და იმედი მაქვს, ასეთ რამეს არ ვიხილავთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ელისაშვილმა.