ალეკო ელისაშვილი - გიგი უგულავა არის არარაობა, არ მაინტერესებს მისი არც სასამართლო პროცესი და არც არაფერი
საერთოდ არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არც არანაირად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გიგი უგულავას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, უგულავას სასამართლო პროცესი არ აინტერესებს.
„საერთოდ არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად. გიგი უგულავას არაფერი არ მაინტერესებს. არის აბსოლუტურად დეგრადირებული და გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და მისი არც სასამართლო პროცესი მაინტერესებს და არც არაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
13 მაისს გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი დაინიშნა.