ალეკო ელისაშვილი - ევროპარლამენტში გუშინდელი დებატები საკმაოდ კრიტიკული იყო, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებს მთელ მსოფლიოს
ალეკო ელისაშვილი - ევროპარლამენტში გუშინდელი დებატები საკმაოდ კრიტიკული იყო, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებს მთელ მსოფლიოს

ევროპარლამენტში გუშინდელი დებატები საკმაოდ კრიტიკული იყო, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებს მთელ მსოფლიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს ძალიან ბევრს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. დებატებიც არის დასტური, რომ სააკაშვილი არ არის რიგითი პატიმარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რიგითი საკითხი, ეს ფაქტია. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, ევროპარლამენტში დებატები იმართება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას აინტერესებს, როგორ მდგომარეობაშია ყოფილი პრეზიდენტი, ექცევა თუ არა მას სასტიკად ხელისუფლებას და მიჰყავს თუ არა სიკვდილამდე. როდესაც ხარ ხელისუფლება და გრძნობ ასეთ წნეხს, უნდა გქონდეს ადეკვატური პასუხები. ადეკვატური პასუხები არის განხსნილობა და ღიაობა. საკმაოდ კრიტიკული იყო გუშინდელი დებატები და ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებს მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.