ალეკო ელისაშვილი - ერთი მხრივ, ბოიკოტი გქონდეს გამოცხადებული და მეორე მხრივ, დაფინანსებაზე განცხადებას ავსებდე, ძალიან გაუგებარია
ერთი მხრივ, ბოიკოტი გქონდეს გამოცხადებული და მეორე მხრივ, დაფინანსებაზე განცხადებას ავსებდე, ძალიან გაუგებარია, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ცხრა პარტიის მიერ ცესკო-სთვის მიმართვას, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით.
ელისაშვილის განცხადებით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ეს ცოტა უცნაურად ჟღერს ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ერთი მხრივ, ბოიკოტი გქონდეს გამოცხადებული და მეორე მხრივ, დაფინანსებაზე განცხადებას ავსებდე, ეს ძალიან გაუგებარია და ეს არის სწორედ, რაც ჩვენ სხვებისგან განგვასხვავებს. ჩვენ ამ ბოიკოტს არ ვცვლით, თუმცა იმედი გვაქვს, შეთანხმება შედგება, „ქართული ოცნება“ გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რომ განიმუხტოს ვითარება და მაშინ კიბატონო, მაგრამ ახლა თან ვამბობთ, რომ ბოიკოტი გვაქვს და თან ეს, ძაან უცნაურია. ახლა პირველად მესმის თქვენგან სიმართლე გითხრათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.