ალეკო ელისაშვილი - ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული.
ელისაშვილის თქმით, ყოველი არჩევნების წინ, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში ეხმარება.
„რაც დრო გადის, სულ უფრო მიღრმავდება აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული. ყოველი არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილი ასეთი განცხადების დაბრეხვებით „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებასა და ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ალბათ, ეს არის დიდი გარიგება „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილს შორის. ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და ცეცხლს დაუბრუნებს კავკასიის მოსახლეობას, სრულიად სამყაროს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში. ამას 2 ოქტომბერს ვნახავთ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ „პირადად ჩავა ამ არჩევნებზე საქართველოში“.