ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, პენსიონერთა საკრედიტო პროცენტთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართება
ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია პენსიების, პენსიონერების და საბანკო პროცენტის საკითხი. ყველამ ვიცით, რომ „ლიბერთი ბანკი“, უბრალოდ ძარცვავს პენსიონერებს და ხდება ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი უსამართლობა,-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, დღეს გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც მივლენ ეროვნული ბანკის, სოციალური სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები.
„როდესაც ბიზნესმენი მივა „ლიბერთი ბანკში“ შეუძლია 10 პროცენტში აიღოს კრედიტი თავისი ბიზნესისთვის, ხოლო თუ მივა პენსიონერი და სესხს გამოიტანს 36 პროცენტში აძლევს ეს ბანკი სესხს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 50 პროცენტს პენსიონერებისას წინასწარ აქვს გამოტანილი რამდენიმე თვის და რამდენიმე წლის პენსია, ბოლო კაპიკებსაც კი ართმევს ბანკი. ჩვენ მივმართეთ ბატონ ირაკლი კოვზანაძეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და რამდენადაც ვიცით, დღეს ჩაინიშნა სხდომა, სადაც მოვლენ ეროვნული ბანკის, სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე თავად ამ მძარცველი „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები და იმედია, გაიგებს მთელი ქვეყანა, თუ როგორი გამაოგნებელი ძარცვაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.