ალეკო ელისაშვილი - დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, მაგრამ დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია
ალეკო ელისაშვილი - დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, მაგრამ დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია

დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დიალოგი არ დამთავრებულა და მოლაპარაკება კიდევ გაგრძელდება.

„დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, ვიდრე წინა ჯერზე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგია, რომ ძალიან მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე. „ქართული ოცნება“ ძალიან შორის არის თავისი პოზიციით ჩვენგან, მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოალაპრაკება გაგრძელდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ამერიკის ელჩთან ერთად, ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.