ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინული კანონი პირდაპირ არ უნდა გადმოვიტანოთ, რადგან იქ ბევრი ხარვეზი და გაურკვევლობაა, კანონი ქართულ რეალობას მოვარგოთ
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინული კანონის პირდაპირ გადმოტანა არ უნდა მოხდეს, რადგან იქ ბევრი ხარვეზი და გაურკვევლობაა.
ელისაშვილის თქმით, კანონი ქართულ რეალობას უნდა იყოს მორგებული.
„მაგალითად, უკრაინაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის ოლიგარქი და საბჭო წყვეტს, შეიყვანონ თუ არა ესა თუ ის ადამიანი ოლიგარქთა რეესტრში, ეს ძალიან გაუგებარია. ასევე, საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ ოლიგარქთან კომუნიკაცი, რაც გაუგებარია. კომუნუკაციას თუ დამალავენ, ამას ვინ აკონტროლებს? საინტერესო იქნებოდა, ვენეციის კომისიის დასკვნა მიგვესმინა. ახლა შევთანხმდით, რომ ჩვენს მოსაზრებებს წარვუდგენთ. ჩემი პოზიციაა, რომ ქართულ რეალობას მოვარგოთ კანონი. ქართული რეალობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. უკრაინა უკრაინაა, ჩვენ ჩვენ ვართ. ჩვენ ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გვყავს, უკრაინაში 10-15 არის ბიძინა ივანიშვილის მსგავსი. კანონის გადმოტანა უნდა მოხდეს არა მექანიკურად, არამედ შინაარსი უნდა გავიაზროთ. უკრაინული კანონმდებლობა ათი მცნება და სახარება ხომ არ არის, რომ პირდაპირ ვთარგმნოთ და გამოვიტანოთ? – ცვლილებები რეალობას უნდა მოვარგოთ“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.