პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან.
ისინი საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართავენ შეხვედრას.
შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან, საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ და დაილაპარაკონ კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ამავე განცხადებაში ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ დაასრულა „ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც“.