ალეკო ელისაშვილი - ცოლ-ქმარი რომ გაშორდება და მერე ერთმანეთზე რაღაც საშინელებებს ამბობს, დაახლოებით ასეთი უსიამოვნო განცდა მქონდა, როდესაც გუშინ გახარიას ვუსმენდი
ალეკო ელისაშვილი - ცოლ-ქმარი რომ გაშორდება და მერე ერთმანეთზე რაღაც საშინელებებს ამბობს, დაახლოებით ასეთი უსიამოვნო განცდა მქონდა, როდესაც გუშინ გახარიას ვუსმენდი

20 ივნისს მე პარლამენტის შენობაში და პარლამენტის დერეფნებში არ ვყოფილვარ და კაბინეტებში არავინ შემიმოწმებია გახარიასგან განსხვავებით. მე გარეთ მიტინგზე ვიდექი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საუბრები არასასიამოვნო მოსასმენია.

„ჩემთვის არასასიამოვნო მოსამენია, ცოლ-ქმარი რომ გაშორდებიან ხოლმე და მერე ერთმანეთზე რაღაც საშინელებებს ყვებიან, დაახლოებით ასეთი უსიამოვნო განცდა მქონდა, როდესაც გუშინ გახარიას ვუსმენდი. აქეთა მხრიდანაც წავიდა თეთრეულების გამოფენა და ეს ამბავი არ მომწონს. განცდა მაქვს, რომ გახარია ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს, რომ ოპოზიციაში გადმოვიდა. რასაც ვუსმენდი კიდევ პრემიერ-მინისტრის როლში იყო და ისე ლაპარაკობდა. თუ რაღაცას ყვება გულწრფელად უნდა ილაპარაკოს. ჩემთვის გულწრფელობაა დასაფასებელი. არ მომწონს რამდენიმე წლის შემდეგ პოლიტიკური განქორწინების შემდეგ, რომ ერთმანეთზე ასეთ რაღაცებს აფრიალებენ ხოლმე“, – განაცხადა ელისაშვილმა.