ალეკო ელისაშვილი - ჩვენ შორის რაღაცები გაირკვა, შეიძლება ითქვას, მე და ნიკა მელია შევრიგდით
ჩვენს შორის რაღაცები გაირკვა, შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გავარკვიეთ ერთმანეთში პირადი ურთიერთობა. ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით“,- განაცხადა ელისაშვილმა.