ალეკო ელისაშვილი - ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობაო, ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა, შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება
ალეკო ელისაშვილი - ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობაო, ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა, შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება

ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“, ჩემთვის ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა, შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სხდომათა დარბაზში დღეს ძალიან არასასიამოვნო სცენა ნახა მთელმა საქართველომ.

„ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“. ჩვენმა ერთმა წინაპარმა თქვა, არ ვიცი, კაცი იყო, ქალი იყო. ჩემთვის ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა, რაც ვნახეთ მთელმა საქართველომ დღეს აქ, რომ შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი. იცით რა, არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ბინძური და უზრდელი საქმეა, პირიქით, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი გარჯა და პატრიოტიზმია. ჩვენთან არის უბრალოდ, ეს ლაქა ვერ მოიშორა, რადგან ასეთი უმსგავსო რაღაცები ხდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, იმ ხალხური ლექსის ავტორი ახლა ალბათ საფლავში ბრუნავს, რომ დაინახა ასეთი ქცევა. ეს ხომ არ არის პოლიტიკური კულტურა, არაფერი არ არის, ჯერ ხომ ადამიანები უნდა ვიყოთ და შემდეგ ვიყოთ პოლიტიკოსები. და პირიქით რომ არის, რაღაცას რომ ვპოლიტიკოსობთ და ადამიანობას ვივიწყებთ, მერე ვხედავთ ხოლმე იმას, რაც ვნახეთ, ძალიან სახამუშო და ძალიან არასასიამოვნო სცენას. ქალი შემოდის დარბაზში და ქართველი კაცი, იცოცხლე, ყელს კი ვიღერებთ სუფრაზე, ჯიხვის გადაგრეხილი ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს, მაგრამ ქალებს მმართველი პარტია როგორ ექცევა, უკვე ტრადიციად და კულტურად აქცია „ქართულმა ოცნებამ“. თუმცა მე არავის აღზრდას არ ვაპირებ. მეც ამ პარლამენტის, საზოგადოების ნაწილი ვარ და არ მინდა, ასეთ სახამუშო რაღაცებს ვხედავდე. მით უფრო, რომ მმართველი პარტიის წევრებად არავინ დავბადებულვართ, არც დეპუტატებად. უნდა გაგვესვლებოდეს ქუჩაში, ხალხთან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.