ალეკო ელისაშვილი - არასერიოზულია, პარლამენტში რომ შემოდიხარ და ხელს არ აწერ მიშელის დოკუმენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარც პოლიტიკური ალღო აქვს, აღარც პრაგმატიზმი
ალეკო ელისაშვილი - არასერიოზულია, პარლამენტში რომ შემოდიხარ და ხელს არ აწერ მიშელის დოკუმენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარც პოლიტიკური ალღო აქვს, აღარც პრაგმატიზმი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი, არასერიოზულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა. აღარც პოლიტიკური ალღო აქვთ, აღარც პოლიტიკური პრაგმატიზმი. პარლამენტში რომ შემოდიხარ და მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, არასერიოზულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშიას“ სიით გასული დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობაში გუშინ ჩაერთნენ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას არ აპირებენ.