ალეკო ელისაშვილი - რომელი ქართველი პოლიტიკოსიც სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია
არ ვიცი, ევროკავშირში რა გადაწყვეტილება მწიფდება, მაგრამ ვიცი, რა მინდა. ჩემი მიზანია, საქართველომ სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომელი ქართველი პოლიტიკოსიც სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია.
„სტატუსს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კი არ იღებს, არამედ უბრალო მოქალაქეები. უმარტივესი სარგებელი თუნდაც ის იქნება, რომ ქართველ მძღოლებს ევროპაში ტრაილერების მართვის უფლება ექნებათ, რაც ახლა მოლდოველების შემთხვევაში ხდება. ევროპა მოლდოველი მძღოლებით გადაივსო. სტატუსი სამარდჟამოა, რომ ნორმალური ქვეყნების მარაქაში იყოს, „ქართული ოცნება“ კი დღეს არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.