ალეკო ელისაშვილი - არ მინდა, ოპოზიციონერი კოლეგები მაგიდაზე შემხტარი ვიხილო, ამით ისინი ეხმარებიან გომელაურს, რომ რთული კითხვებიდან თავი დაიძვრინოს
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში აუცილებლად უნდა მივიდეს.
ელისაშვილის თქმით, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ გომელაურს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვან.
„ვახტანგ გომელაური პარლამენტში აუცილებლად უნდა მოვიდეს და მისთვის კითხვების დასმის საშუალება უნდა მოგვეცეს. არ მინდა, რომ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მაგიდაზე შემხტარი ვიხილო, რომლებიც ყვირიან და ამით ეხმარებიან გომელაურს, რომ რთული კითხვებიდან თავი დაიძვრინოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.