ალეკო ელისაშვილი - არ მიხარია, რომ კალაძე მომავალი ოთხი წელი მერი იქნება, მის კონკურენტს ჯერ ვერ ვხედავ
კახა კალაძე როგორც შოუმენი გამოჩნდა, რომ არის ნიჭიერი, ხოლო როგორც მერი და ქალაქის ხელმძღვანელი ნულის ფასია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.
„ერთადერთი რაც ხელშესახები გააკეთა, ავტობუსები იყიდა და ამას დაარქვა რეფორმა. დანარჩენი ქალაქში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. კამერებთან და სელფის ჯოხებთან პოზირება კარგად ეხერხება. იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებინა, არ გაუკეთებია. ამ გადასახედიდან, ოპოზიციიდან არ ჩანს ის მეტოქე, რომელიც კალაძეს რეალურ მეტოქეობას გაუწევდა. ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე საუბარი არის ზღაპარი და არ გამოვა. არც არავინ ჩანს გამოკვეთილი კანდიდატი, ვისაც შეიძლება ოპოზიციამ ხმა მისცეს. არ მიხარია, რომ კალაძე მომავალი ოთხი წელი მერი იქნება და კიდევ ოთხი მილიარდი უნდა დახარჯოს. მის კონკურენტს ჯერ ვერ ვხედავ.