მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი, შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ვიდეოჩართვაში განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, იბრძვის სწორედ იმ მიზნით მისაღწევად, რომ მომავალში არსებობდეს მექანიზმები,გადაირჩიონ ხელისუფლება, რომელიც დანაპირებს არ ასრულებს.
ელისაშვილის განმარტებით, მას თუ დოკუმენტების სახით ხელში ეჭირება გარანტია, საშვილიშვილო საქმისთვის პარლამენტში შევა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მოლაპარაკებებზე დავდივარ არის ის, რომ ერთჯერადი რაღაც ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, მე ან ჩემს პარტიას, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები, არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებზე მივდიოდეთ როგორც ზეიმზე. გავიხსენოთ, ნანა დევდარიანი, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ახლა თამარ ჟვანია, რასთან არიან ასოცირებული? ეს ხალხი საქართველოსთან შერცხვენილი ხალხია არჩევნების გაყალბებით. მე მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატივსაცემი ადამიანი. ამისთვის ვირჯები, ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ და წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არ იქნება მორგებული, მორგებული იქნება ქვეყნის მომავალზე და ამ შეხვედრიდან ისეთი წესები წამოვიღოთ, ისეთი წესები გვეჭიროს ხელში, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი მინიმუმამდე იყოს დასული.
ეს საშვილიშვილო შედგები მინდა, რომ წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ერთადერთი, რასაც გავამხელ, ელჩებთან ვსხედვართ და დროის სამი მეოთხედი ეთმობა დეტალებზე ლაპარაკს, ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, საუბნო კომისია როგორი უნდა იყოს, ეს არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს, ბიულეტენის ჩაყრის პროცესი როგორი უნდა იყოს, დაკვირვება როგორი უნდა იყოს, ამას მივყვებით საათობით.
იქ არის ჩემზე ჩახედული ხალხი, სულ ვაკრიტიკებდი, მაგრამ ეს საქმე კარგად იცის, მაგალითად, გიორგი ვაშაძე. სხვებიც, იქ „პატრიოტთა ალიანსის“ კაცია ერთი, გოჩა თევდორაძე, რომელიც ასევე კარგად ერკვევა. მეც ვცდილობ, მივყვე, სულ კითხვებს ვსვამ, ეს როგორ არის, რომ თავი დავიზღვიოთ, იმ მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საშვილიშვილო რაღაც, ჩემ შვილებთან ვიყო მართალი, თვალბში ჩავხედო, თქვენ შვილებთან, თქვენ მომავალთან ვიყო მართალი და ვუთხრა, რომ, ხალხო, დაისაჯა „ქართული ოცნება“ იმით, რომ, სინამდვილეში, ეს არავის დასჯა არ იქნება, ამ ქვეყნის წარმატება და გამარჯვება იქნება, რომ ხელში გვიჭირავს გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, საარჩევნო წესი, ადმინისტრაციის დაკომპლექტება.
30 წელია, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა რა არის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ან რევოლუცია ხდება, ან გადატრიალება, ან უბედურება. მინდა, ეს წარსულს ჩავაბაროთ და არჩევნებზე მივდიოდეთ არა შიშით, რომ, ვაიმე, იქ ძველი ბიჭი არ იყოს, იქ სუს-მა არ დამინახოს, არ შემოვხაზო ცუდად, არა, მივდიოდეთ, როგორც დღესასწაულზე და ეს იყოს რაღაც მოქალაქეობრივი ზეიმი. შემოვხაზოთ და შემდეგ აღარ გვქონდეს შიში, რომ იქ ვიღაც თამარ ჟვანია და ვიღაც დაჯდება, იმამაძაღლებს. ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი, შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. აი, ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი, იქაც ვამბობ, აქაც ვამბობ, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადექით.
თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანას ეშველოს, ამოისუნთქოს, თუნ გვინდა, რომ ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ვინც დაპირებებს არ ასრულებს, რა არის მთავარი მექანიზმი? ქუჩაში ხომ არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით? გაგვიკეთებია და დავანგრიეთ ხომ ეს ერთხელ 90-იანებში, არა, არჩევნებით ვცვლიდეთ. არ მოგვწონს ვიღაც? დაგვპირდა, რომ აგვაშენებს, აგვაყვავებს? არ შეასრულა? წავალთ არჩევნებზე და გადავირჩევთ, ოღონდ, ეს მექანიზმები უნდა გვედოს ხელის გულზე.
გული კი არ უნდა გვისკდებოდეს, მე კი შემოვხაზე, მაგრამ რა იცი, შემდეგ რა იქნება, აი, ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალ, ისე გახადეს, პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება, საქართველოს უნდა ვუღალატო, პარლამენტში თუ შევალ. ასე ტყუილა პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ, ხომ ხედავთ. ერთი თვეა, ფეხი გაფიჩინებული მაქვს და მოლაპარაკებებზე დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ რაც შეეხება არჩევნებს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობთ. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილის განცხადებით, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესრულდება ის, რაზეც მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმდებიან. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, მისი პოლიტიკური გუნდი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით და არც ერთი თეთრი ამის მიღმა არ იდგება.
„მე მჯერა იმის, რომ ქვეყანა ერთ ორშაბათს არ აშენდება და უცბად ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ, უცბად, ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება, რომ დემოკრატიული იყოს ეს ქვეყანა, უნდა ვიბრძოლოთ. შარშან ვობრძოლეთ, გამოვგლიჯეთ საარჩევნო სისტემა. წელს ვიბრძვით, უნდა გამოვგლიჯოთ საარჩევნო, სანდო, საიმედო სისტემა.
კიდევ გეუბნებით, თუ ამას ხელში დავიჭერ და გამოვალ იქიდან თავაწეული, პირნათელი ჩემ შვილებთან, თქვენ შვილებთან, ჩვენს მომავალთან, კი ბატონო, შევალ პარლამენტში, ოღონდ მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ რასაც ვაკეთებ, ის შესრულდება და იმის გარანტიები უნდა იყოს. არანაირი ფული, არანაირი მამაძაღლობა ამის უკან არ დგას და ვერასოდეს ვერ იდგება, მეც და ჩემი პოლიტიკური გუნდიც პოლიტიკაში მივდივართ იმისთვის, რომ ამოვატრიალოთ ყველაფერი აქ რაც იყო, სუფთა ჰაერი, პატიოსნება და ქვეყნის სამსახური შევიტანოთ.
ასე რომ, მე ვინც მენდობით, მინდა, დაგარწმუნოთ და შეიძლება, გუშინ გულები გაგებზარათ, ათასი ჭუჭყი და ჭორი რომ გაავრცელეს, რომ აუ, შევიდა პარლამენტში, აუ, ფული აიღო, არასოდეს, ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილების დროს, ღვთისწყალობით, ასეთი პატიოსანი, წესიერი, კვალიფიციური, საქართველოზე შეყვარებული ხალხია შეკრებილი… ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ქვეყნის სიყვარულით და არც ერთი თეთრი, არც ერთი ლარი ამის მიღმა არ იდგება. გავაკეთებთ იმას, რისიც გვწამს, მთავარია, მე თვითონ მჯეროდეს, მწამდეს ამის. კი, მოლაპარაკებებზე ვხედავ იმას, რომ ძალიან ჯიუტად, ძალიან რთულად მივდივართ წინ, მეჯრა, იქიდან მე გამოვალ საქართველოს მომავლით, ისეთი საარჩევნო სისტემით, საარჩევნო წესებით, რითაც ეს ქვეყანა ამოისუნთქებს, მარტო ეს რომ გავაკეთო და მოვიპოვო, მოლაპარაკებითაც, ჩხუბითაც, დავი-დარაბითაც, პოლიტიკაში ყოფნით და მეტი არაფერი გამომივიდეს, მთელი ცხოვრება ამით ვიქნები კმაყოფილი და ბენდიერი. ნუ ნერვიულობთ, არასოდეს არც ერთ ფულად არ გავიყიდები, ერთ პატარა სახლში ვცხოვრობ, კრედიტს წლებია, ვიხდი, კიდევ წლები გადავიხდი, არც მე, არც ჩემი პოლიტიკური გუნდი არც ერთ თეთრ ზედმეტ ფულს არ მოვკიდებთ ხელს, არსად ასე ცარიელ-ტარიელ ადგიზლე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ მივიღეთ ის გარანტიები, ის წესები, რისთვისაც იქ საათები ტვინს ვანთხევთ, ყველას ვეუბები იქაც, ძირითადად რაც მაინტერესებს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი, ცესკო იყოს არა ზიზღის და ლანძღვის ობიექტი, არამედ სანდო სტრუქტურა და არჩევნები იყოს სახალხო დღესასწაული“, – განაცხადა ელისაშვილმა.