ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უერთდება
პარტია „მოქალაქეები“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, პარტია „მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქმედო გეგმას – „ქართულ ქარტიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.