ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად დეპუტატების რაოდენობის შემცირებას მხარს დაუჭერს
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად დეპუტატების რაოდენობის შემცირებას მხარს დაუჭერს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ფაქტი, რომ დაიწიოს დეპუტატების რაოდენობამ ფრაქციის შესაქმნელად, ეს არის კარგი, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მეტად გაეხსნას ხელ-ფეხი პარლამენტში საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის.
„იდეა არის კარგი, თუმცა, ჩვენ დავსვით კითხვა და ვისურვებდით, ამ ცვლილებებში აისახოს – რატომ ოთხი და რატომ არა მაგალითად, სამი, ორი ან ერთი. თუკი არსებულ რეალობაზე რეგლამენტის მორგება, ნათელაშვილი მაგალითად, არ კადრულობს, მართალია და არ შემოდის, მაგრამ ერთი ადამიანია. ჩვენ მოქალაქეები ორი წარმოვადგენთ პარტიას და ა.შ. თამაში რომ არის „მაშ რამდენი“, ასეა დაახლოებით, რატომ ოთხი და არა ორი? ვნახოთ აისახება თუ არა ეს ცვლილება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ, რადგან უკეთესია რომ რაოდენობამ დაიწიოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.