ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე მესამე რაუნდის სამზადისზე იქნება საუბარი
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მესამე რაუნდის სამზადისზე იქნება საუბარი.
„შეხვედრაზე საუბარი იქნება მესამე რაუნდის სამზადისზე, როგორ წავიდეთ, რითი წავიდეთ, რანაირად წავიდეთ. ამაზე იქნება საუბარი და აზრებს გავცვლით. შეხვედრის დაწყებამდე არ მინდა კონკრეტულ საკითხზე საუბარი. აზრთა სხვადასხვაობაა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვართ, წარმოიდგინეთ ისეთი ხალხი, რომლებსაც ერთმანეთიც არ გვიყვარს დიდად და ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. რა თქმა უდნა, კონკრეტულ საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, თუმცა ვნახოთ. აქამდე ვახერხებდით შეჯერებას საერთო პოზიციაზე, მაგრამ დღეს მოხერხდება თუ არა მერე გეტყვით. მოლაპარაკების დროს არ ხდება, რომ ერთი მხარე გადის გამარჯვებული და მეორე დამარცხებული, შესაბამისად, ორმხრივი კომპრომისია საჭირო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.