ალეკო ელისაშვილი - 8 ნოემბერს სტატუსის მიღებაზე განცხადება რომ არ მოვისმინო, შეიძლება, მართლა გული გამისკდეს
ალეკო ელისაშვილი - 8 ნოემბერს სტატუსის მიღებაზე განცხადება რომ არ მოვისმინო, შეიძლება, მართლა გული გამისკდეს

8 ნოემბერს სტატუსის მიღებაზე განცხადება რომ არ მოვისმინო, შეიძლება, მართლა გული გამისკდეს, – ამის შესახებ ოპოზიცოინერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, საქართველო სტატუსს იმსახურებს.

„გული მისკდება. 8 ნოემბერს სტატუსის მიღებაზე განცხადება რომ არ მოვისმინო, შეიძლება, მართლა გული გამისკდეს, რადგან საქართველოს თავისი არსებობის ისტორიაში ასეთი მომენტი ცოტა ჰქონია. ეს რომ ხელიდან გავუშვათ, მაშინ დედამიწა უნდა გადავამტვრიოთ. ჩვენ სტატუსს ვიმსახურებთ და უნდა მოგვცენ. ეს თუ ასე არ მოხდება, ალბათ საავადმყოფოში მიხილავთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.