ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, აბდელქადერ ბენსალამ განაცხადა. საარჩევნო კომისიას კი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი მუჰამედ შარფი უხელმძღვანელებს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ალჟირში მას შემდეგ დაინიშნა, რაც თებერვალში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუთეფლიქმა თანამდებობა დატოვა. ქვეყნის დროებით მმართველად კი, პარლამენტის უმაღლესი პალატის სპიკერი დაინიშნა.