ალჟირში ახალი დროებითი მთავრობის ფორმირება დასრულდა. ქვეყნის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ნურედინ ბედუი დატოვა, თუმცა ბევრი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პორტფელი პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ შეინარჩუნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დარჩა შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აჰმედ გაედ სალაჰი, რომელმაც მანამდე პრეზიდენტის უნარშეზღუდულად გამოცხადება მოითხოვა.
ადგილობრივი მედიასაშულებების ინფორმაციით, დროებითი მთავრობის ფორმირების შემდეგ, მიმდინარე კვირაში 82 წლის პრეზიდენტი შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს.