ალჟირის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პრეზიდენტის უნარშეზღუდულად გამოცხადებას ითხოვს
ალჟირის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პრეზიდენტის უნარშეზღუდულად გამოცხადებასა და კონსტიტუციის 102 მუხლის ამოქმედებას ითხოვს.
ალჟირის კონსტიტუციის 102-ე მუხლი პრეზიდენტის მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს ქვეყნის დროებით მეთაურად პარლამენტის თავმჯდომარის დანიშვნას ითვალისწინებს.
გაიდ სალაჰის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არის აუცილებელი და ალჟირის მოსახლეობის ყველა სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტიას იძლევა.
ალჟირელი სამხედრო მაღალჩინოსნის ინიციატივა ქვეყნის ოპოზიციამ უარყო. ალჟირის ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ სცენარით პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას გარემოცვა ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს.
ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ ალჟირში საპროტესტო გამოსვლები 22 თებერვლის შემდეგ იმართება.