„ალბერტინას მუზეუმი“ - ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი 2018 წლის აღმოჩენაა
„ალბერტინას მუზეუმი“ - ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი 2018 წლის აღმოჩენაა

ვენის „ალბერტინას მუზეუმი“ ქართველ მხატვარ ნიკო ფიროსმანს 2018 წლის აღმოჩენას უწოდებს. ფიროსმანის ნამუშევარი „ტახი“ მუზეუმის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნეს.

„ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი 2018 წლის აღმოჩენაა. 2019 წელსაც ბევრს გაიგებთ ამ მხატვრის შესახებ. ასე რომ, არ გამოტოვოთ ამ ფანტასტიკური ცხოველთა სამყაროსა და ავანგარდის პიონერის გამოფენა“, – წერია „ალბერტინას მუზეუმის“ „ინსტაგრამის“ გვერდზე.