ალბანეთში პოლიციამ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. ტირანაში დემონსტრაციის მონაწილეები სამართლიან არჩევნებს და ალბანეთის მთავრობის მეთაურის გადადგომას ითხოვდნენ.
მომიტინგეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადა და პოლიციას ქვები დაუშინა. საპასუხოდ სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
ალბანეთის ოპოზიცია მმართველ სოციალისტურ პარტიას არჩევნების გაყალბებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.
აღსანიშნავია, რომ ტირანაში აქციის მონაწილეებს მხარი ალბანეთში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, თუმცა ძალადობისგან თავის შეკავება მოსთხოვეს. ევროკავშირმა კი მხარეებს დიალოგისკენ და რეფორმების ჩატარებისკენ მოუწოდა.