ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, დაშავებულია 790 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოჯახის წევრიც.
ალბანეთში დამანგრეველი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე დღის წინ მოხდა.