ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

10:06, 29.11.2019

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, დაშავებულია 790 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოჯახის წევრიც.

ალბანეთში დამანგრეველი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მსგავსი