ალბანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამ დროისთვის არსებული მონaცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მამურასიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, 19 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად გუშინ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ალბანეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.