ალბანეთის პოლიციამ კოლუმბიიდან ტრანსპორტირებულ ბანანებში 613 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა
ალბანეთის პოლიციამ კოლუმბიიდან ტრანსპორტირებულ ბანანებში 613 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა. ამის შესახებ ალბანეთის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პოლიციის უფრომა არდი ველიუმ განაცხადა, კონტეინერი კოლუმბიიდან ალბანეთში იტალიისა და მალტის გავლით ჩავიდა. ეს ალბანეთისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკის რეკორდული რაოდენობაა.
ალბანეთში ტრასნპროტირების შემდეგ, კონტეინერი კერძო საწყობში გადაიტანეს, სადაც პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა. საწყობის მეპატრონეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
მასთან, უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. ისინი ალბანეთის მოქალაქეები არიან. პოლიციაში განაცხადეს, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკის ღირებულება დაახლოებით 180 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროპოლის ანგარიშის თანახმად, ალბანეთი მრავალი წლის განმავლობაში ნარკომოვაჭრებისთვის ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული პუნქტია.