ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვფიქრობ, ზოგიერთ ასპექტში საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს უნდა მივულოცო საქართველოს
ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვფიქრობ, ზოგიერთ ასპექტში საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს უნდა მივულოცო საქართველოს

ვფიქრობ, ზოგიერთ ასპექტში საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატი ევროპული ქვეყნები, – ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლავდრიმ კრასმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისი კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოგვიწვია გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც ევროინტეგრაციას ეხება და რაც პატარა ერების ოცნებაა, არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთში, არამედ საქართველოსიც. ვფიქრობ, მოლაპარაკებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება დღეს კარგი შესაძლებლობა იყო. გულწრფელი რომ ვიყო, ზოგიერთ ასპექტში, ვფიქრობ, საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატი ევროპული ქვეყნები. ასე რომ, ეს უნდა აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს.

ჩვენ, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ვპოზიციონირებთ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს სიკეთის მომტანი იქნება არა მხოლოდ თქვენი ხალხისთვის, არამედ, რაც მთავარია, კარგი იქნება ევროკავშირისთვის, როგორც ერთობისთვის“, – განაცხადა ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.