ალბანეთის დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ალბანეთის დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ალბანეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ოპოზიციის ათასობით მომხრე პარლამენტის შენობასთან იყო შეკრებილი. მათ მთავრობას კორუფციაში დასდეს ბრალი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. მომიტინგეების ნაწილმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. საპასუხოდ პოლიციელებმა ძალა გამოიყენეს. შეტაკების დროს დაშავდა 12 სამართალდამცველი.

აქციები ალბანეთში თებერვალში დაიწყო. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ რამას გადადგომას ითხოვს, რომლიც თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს. მმართველ სოციალისტურ პარტიას და მის თავმჯდომარეს კორუფციაში და არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. პროტესტის ნიშნად 60-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მანდატები ჩააბარა.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ალბანეთში დემონსტრაციები არ შეწყდება, სანამ მთავრობა არ გადადგება.

ალბანეთში 2,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ის ევროპაში უღარიბეს სახელმწიფოდ ითვლება. 2019 წლიდან მთავრობას უნდა, ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წამოიწყოს.