ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ შიჯაკიდან 10 კილომეტრში მდებარეობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კურბინში, მამაკაცი მიწისძვრის დროს პანიკაში ჩავარდა და ფანჯრიდან გადახტა. დედაქალაქ ტირანაში რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საერთო ჯამში, 150-მდე ადამიანია დაშავებული. ალბანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შენობები ყველაზე მეტად საპორტო ქალაქ დურესში დაზიანდა. ეს ალბანეთში ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, ასევე ხორვატიაში, იტალიაში და სერბეთში იგრძნობოდა.