ალბანეთი მიგრანტთა კრიზისის დასაძლევად ავსტრიას დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა ვენაში ოფიციალური ვიზიტის დროს ავსტრიის კანცლერს ესაუბრა.
ედი რამას თქმით, 2015 წელს საიმიგრაციო კრიზისმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანას ასეთ სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება არ შეუძლია, ამიტომ გლობალური პრობლემის მოგვარებისთვის დახმარებაა საჭირო.
თავის მხრივ, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ალბანეთის დახმარებისთვის დანარჩენი ევროპის აქტიურ ჩართვას ეცდება.
რამდენიმე კვირის წინ ალბანეთის დასავლეთით არსებულმა მეზობელმა მონტენეგრომ განაცხადა, რომ მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად საზღვარზე მავთულხლართებს დაამონტაჟებს.
ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტები დასავლეთ ევროპაში მოსახვედრად უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებენ ბალკანური ქვეყნების მარშრუტს.
ევროპის საიმიგრაციო კრიზისის პიკის დროს, 2014 წელს ბალკანური გზა 300 ათასამდე მიგრანტმა გამოიყენა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია