ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მიწვევის საკითხზე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი „არ არის ამის ნაწილი“, მაგრამ „შეეძლო ჩასვლა“, თუ მოისურვებდა
ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მიწვევის საკითხზე დასმულ კითხვაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „არ არის ამის ნაწილი“, მაგრამ „შეეძლო ჩასვლა“, თუ მოისურვებდა.
„ის ამის ნაწილი არ იყო. მე ვიტყოდი, რომ მას შეეძლო ჩასვლა, მაგრამ ის ბევრ შეხვედრას ესწრებოდა, ის იქ სამწელიწად-ნახევარია იმყოფება და არაფერი მომხდარა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის „ალბათ პირველი ორი წუთის განმავლობაში“ შეძლებს იმის თქმას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეძლებს ამის გარკვევას, ტრამპმა უპასუხა, რომ მიხვდება, რადგან მთელი ცხოვრებაა, გარიგებებს დებს.