ალან გაგლოევი - სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით, რუსულ მხარესთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა
სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით, რუსულ მხარესთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
გაგლოევის თქმით, შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას უერთდება, მაგრამ თავად რუსეთში ამის შესახებ ჯერ არ იცოდნენ.
„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყველანი ვართ რეფერენდუმის მომხრე, გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ამ საკითხის შემუშავებაში რუსულ მხარესთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა. რეფერენდუმის ფორმულირებაც სერიოზულ კითხვებს აჩენს: მხარს უჭერთ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას? ჩვენ შევთანხმდით კონკრეტული ფორმულირების შემუშავებაზე, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლებელია, როგორც ცალკე სუბიექტად, ასევე ცალკე სუბიექტად ჩრდილოეთ ოსეთთან შემდგომი გაერთიანებით. ამიტომ, საკითხს განვიხილავთ რესპუბლიკის პარლამენტში, საზოგადოების მონაწილეობით, რის შემდეგაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს რუსულ მხარესთან“, – თქვა სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა.