ალაბამას შტატში, დაბადების დღის წვეულებაზე სროლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა
ალაბამას შტატში, დაბადების დღის წვეულებაზე სროლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. წვეულებას ძირითადად მოზარდები ესწრებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი 16 წლის იუბილეს აღნიშნავდა. პოლიცია ეჭვმიტანილთან დაკავშირებით ჯერ განცხადებას არ აკეთებს. უცნობია თავდასხმის მოტივიც.