„ალ ჯაზირა“ - ირანი აშშ-ის პრეზიდენტის დასაჭერად ინტერპოლს მიმართავს
„ალ ჯაზირა“ - ირანი აშშ-ის პრეზიდენტის დასაჭერად ინტერპოლს მიმართავს

ირანი აშშ-ის პრეზიდენტის დასაჭერად ინტერპოლს მიმართავს. ინფორმაციას „ალ ჯაზირაავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურმა თეირანმა აშშ-ის პრეზიდენტი და კიდევ 36 პირი, რომელთაც ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში პასუხისმგებლობას აკისრებს, ძებნილთა სიაში შეიყვანა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართავს. თეირანს სურს, აღნიშნული პირები წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში იხილოს, როგორც „მკვლელობისა და ტერორიზმისთვის ბრალდებულები“.

გენერალი ყასემ სოლეიმანი აშშ-ის მიერ, დრონით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტის დატოვების დროს იქნა ლიკვიდირებული.