„ალ ჯაზირა“ - ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა.
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის ყველაზე დიდ, ჯაბალიას დევნილთა ბანაკში საცხოვრებელი სახლები დაბომბა, რასაც, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის წევრები აცხადებენ, რომ საცხოვრებელ სახლებს რამდენიმე რაკეტა მოხვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბომბვამდე წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. „ალ ჯაზირა“ წერს, რომ ბევრი ადამიანი ამ დრომდე ნანგრვების ქვეშ არის მოყოლილი.