„ალ ჯაზირა“ - ღაზის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის არმიის თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ზავადიას ზონაში ისრაელის არმიის თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ცნობით, დაიბომბა საწყობის ტერიტორია, რომელშიც დევნილი პალესტინელები ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის ექვსი ბავშვია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ნუსეირატის დევნილთა ბანაკის დაბომბვას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში არაბულ ანკლავში ათობით ტერორისტი მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში 40-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა, მათ შორის ტერორისტული ჯგუფების მიერ გამოყენებული შენობები, იარაღის საწყობები.