„აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პირველმა ენერგობლოკმა თურქეთის ხელისუფლებისგან ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვა მიიღო
თურქეთში „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პირველმა ენერგობლოკმა თურქეთის ხელისუფლებისგან ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვა მიიღო.
„როსატომის“ ინფორმაციით, შემდეგი ეტაპი არის პირველი ენერგობლოკის ექსპლუატაციის ლიცენზიის მოპოვება, რაც რეაქტორში ბირთვული საწვავის ჩატვირთვას გახდის შესაძლებელს და დაიწყება გაშვებამდე კონტროლის ოპერაციები.
„თურქეთის ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს გადაწყვეტილება, გასცეს ნებართვა „აკკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკის ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ, ადასტურებს, რომ ჩვენ შევასრულეთ თურქეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტები და მზად ვართ, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ შევდივართ პროექტის ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე“, – განაცხადა „აკუიუ ნიუქლეარის“ გენერალურმა დირექტორმა, ანასტასია ზოტეევამ.
„აკუიუ“ არის პირველი ატომური ელექტროსადგური თურქეთის რესპუბლიკაში, რომელსაც აშენებს რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“. პროექტი მოიცავს ოთხ ელექტროსადგურს და თითოეული ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე 1 200 მეგავატი იქნება.