ახმეტის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება მოხდა, დაღუპულია ერთი და დაჭრილია ორი ადამიანი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაჭრილები ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახმეტის საავადმყოფოს დირექტორის, გია უძილაურის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება, მეორეს კი, სახის არეში ნაკლებად მძიმე დაზიანება აღენიშნება. დაშავებულები ახალგაზრდები არიან.
მისივე თქმით, მესამე პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება მომხდარის დეტალებს არკვევს.