ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში გუშინ ღამით ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
სავაჭრო ობიექტებიდან წაღებულია ნავაჭრი თანხა, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიც.
მაღაზიების მფლობელის ინფორმაციით, ორივე მაღაზიასთან განთავსებული სათვალთვალო კამერები დაუდგენელმა პირებმა გამორთეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციელები მუშაობენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო.