ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცმა სანადირო თოფი თანასოფლელს ესროლა. 28 წლის მამაკაცი გულის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, დაპირისპირების დროს ორივე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებიდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
პოლიციამ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.