ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. სხვა დეტალები უცნობია.
მოკლული მამაკაცის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.