ახმეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
უამინდობის გამო, თუშეთის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და ქვიშის მასა ჩამოიშალა.
თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე მობილიზებულია თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა კახოიძემ.
სოფელ ლეჩურსა და ომალოში საავტომობილო მოძრაობას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.