ახმეტაში სტიქიის შედეგებს აჯამებენ. მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის. სეტყვამ და მოვარდნილმა ნიაღვარმა განსაკუთრებული ზარალი სოფელ საკობიანოს მიაყენა. სეტყვამ ვენახების, ხეხილის ბაღებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი გაანადგურა.
თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა პანკისის ხეობის სოფლებში. მოვარდნილმა ღვარცოფმა კი სოფელ მატანში შიდა საუბნო გზები დააზიანა.
რა ფორმით დაეხმარება ხელისუფლება დაზარალებულებს, კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.