ახმეტაში შელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის სამმართველომ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი რამდენიმე საათში დააკავა. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 236-ე და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.