სუს-ი - ახმედ ჩატაევი საქართველოში კირნათი-მარადიდის სასაზღვრო მონაკვეთიდან შემოვიდა
სუს-ი - ახმედ ჩატაევი საქართველოში კირნათი-მარადიდის სასაზღვრო მონაკვეთიდან შემოვიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და 21-22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში თურქეთიდან, კირნათი-მარადიდის საზღვრის მწვანე ზოლის მონაკვეთით შემოვიდნენ.

კირნათი-მარადიდის სასაზღვრო მონაკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის. ორივე სოფელი კირნათი და მარადიდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია და მათ მდინარე ჭოროხი ჰყოფს.

საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის მიხედვით, ტერმინი „მწვანე საზღვარი“ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ნაწილის აღსანიშნავად გამოიყენება. ამავე სტრატეგიის მიხედვით, იმისთვის, რომ აღიკვეთოს სასაზღვრო შემოწმების გარეშე პირთა მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, მწვანე მონაკვეთზე საზღვრის მეთვალყურეობა უნდა მიმდინარეობდეს.

სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის მიზანი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო.