ახლობლების ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაშავებულ დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნდა
ახლობლების ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაშავებულ დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნდა

ახლობლების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებულ დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნდა. ამის შესახებ დემეტრე ნაყოფიას მეგობრები და ახლობლები „ფეისბუქის“ გვერდზე წერენ.

მათივე თქმით, მას თვალის ბუდეზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

„საბოლოო დასკვნა დემეტრეზე – კლინიკიდან ვწერ. თვალი შეუნარჩუნდა და ბუდეში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. მალე ინტენსიურში გადაიყვანენ. ინფექციის კერები ამოწმენდილია და იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ. მადლობა ამ პროფესიონალების ჯგუფს, სამ ქირურგს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს. იწყება ფიქრი და ზრუნვა, როგორ დაუბრუნონ თვალში მხედველობა“, – წერს ლაშა გურგენიძე.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში ამ დროისთვის 55 პაციენტი რჩება. მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაციონარში მკურნალობას განაგრძობს 12 სამართალდამცველი.